საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ჯაბა სამუშია  ფოლკლორული ჯგუფის „სამი და“ წევრებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ფოლკლორული ჯგუფის „სამი და“  წევრებს უმასპინძლა.შეხვედრაზე თსუ რექტორმა სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები გააცნო.

 

ჯგუფი „სამი დის“ წევრებმა ისაუბრეს საკუთარ შემოქმედებაზე,  საქართველოსადმი განსაკუთრებულ სიყვარულსა და კავშირზე. ასევ, დაიგეგმა ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. შეხვედრის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორული ჯგუფის წევრებმა, მათი მუსიკით  დაინტერესებული  საზოგადოებისთვის, კონცერტი გამართეს.

 

ფოლკლორული ჯგუფის წევრები თურქეთში მცხოვრები სამი ქართველი და არის, რომელთა რეპერტუარის ძირითად ნაწილს ქართული ფოლკლორული სიმღერა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაიბადნენ სტამბოლში, იზრდებოდნენ ქართული ენის, ქართული მუსიკისა და ქართული ცეკვის სიყვარულით. „სამი და“ თურქეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ბაიარ  შაჰინის (გუნდარიძე) ქალიშვილები არიან, რომელმაც გოგონებს შეაყვარა და შეასწავლა ქართული სიმღერები.

 

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და იუნუს ემრეს სახელობის  ინსტიტუტის  ორგანიზებით გაიმართა.

 

თარიღი: 07/03/2024